ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართა

ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილი არიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანაკლიაში კავკასიური პოეზიის რიგით მესამე ფესტივალს ატარებს.

ცნობილი გერმანელი მევიოლინე საქართველოში მუსიკალურ ფესტივალს გახსნის

ანაკლიის ფესტივალზე შედგა კავკასიური პოეზიის კრებულის წარდგენა, რომელიც ერთ წიგნში აერთიანებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებსა და პოემებს, აგრეთვე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე. ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნა.

ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილი არიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები. ფესტივალის საპატიო სტუმარია ინგუშეთის სახალხო მწერალი ისა ქაძოევი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორებმა კავკასიურ თემატიკაზე საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს.

„თბილისობა 2019" 5-6 ოქტომბერს გაიმართება >>

კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, პირველად შედგა კავკასიური თავსაბურავების გამოფენა. ფესტივალზე „ანაკლია 2019“ ასევე გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ჯანტის ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად გადასცა ჩერქეზული კულტურის ცენტრს.