ზესტაფონში სამი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

დაღუპულია ახალგაზრდა ქალი ორ შვილთან ერთად
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

რა საერთო აქვს ბუნებრივ აირს და ჩიტის ბუდეს: „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე ვადით.

უბედური შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.