წითელი ჯვარი თბილისში ღარიბებს დაეხმარება

სასწრაფო დახმარების სამსახური და წითელი ჯვარი გაჭირვებულ ადამიანებზე ინფორმაციას გაცვლიან
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ღარიბი ფენების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა, იუწყება წითელი ჯვრის პრესსამსახური.

რომელი სოფლების მოსახლეობა მიიღებს წამლებს ერთ ლარად >>

მემორანდუმის თანახმად, სასწრაფო დახმარების სამსახური წითელ ჯვარს მიაწვდის ინფორმაციას სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე და მარტოხელა ადამიანების შესახებ, რომლებსაც ესაჭიროებათ ზრუნვა, მოვლა და კვალიფიციური დამხმარე პირი.

„თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და მისცენ რეკომენდაციები”, - ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურს აუნაზღაურებს

ინფორმაციის გაცვლა მოხდება მხოლოდ დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეების თანხმობით, კანონის სრული დაცვით.

დღეს საქართველოში დაახლოებით 122 ათასი ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას, რაც ოჯახების საერთო რაოდენობის  11,4%-ს წარმოადგენს.

სამედიცინო დახმარება საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომია, მოსახლეობის ნაწილი კერძო სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობს, ხოლო უმეტესი ნაწილი -სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

ზურაბიშვილი: მიუღებელია, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები >>

საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

ჯგუფიდან გამომდინარე, მთავრობა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს.