საქართველოს პრემიერის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ვინ უხელმძღვანელებს ახალი პრემიერის გიორგი გახარიას აპარატს, ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა.

ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. წარმატებები", – დაწერა ჭოლაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე თანამშრომლებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ.

პრეს-სამსახურში განმარტეს, რომ ექს-პრემიერ მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჭოლაძე ავტომატურად გათავისუფლდა დაკავებული პოსტიდან. ვინ უხელმძღვანელებს ახალი პრემიერის გიორგი გახარიას აპარატს, ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

ჭოლაძე ბახტაძესთან ერთად მუშაობდა არა მარტო მთავრობაში, არამედ ფინანსთა სამინისტროსა და "საქართველოს რკინიგზაშიც".

საქართველოს პრემიერის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა