ღვინის ფესტივალი „თელავინო 2019“ კახეთში ოქტომბერში გაიმართება

დღესასწაულის სტუმრებს ქართული ღვინის, ჭაჭისა და ტრადიციული სამზარეულოს კერძების დეგუსტაციაზე იწვევენ
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ღვინის ტრადიციული ფესტივალი „თელავინო-2019“ ერეკლე II -ის ისტორიული მუზეუმის ეზოში 5 ოქტომბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

რთველი 2019-ის მოლოდინში: იქნება ბევრი ყურძენი და ნაკლები ღვინო >>

კორეაში ქართული ქარვისფერი ღვინოები დააგემოვნეს: სპეციალური დეგუსტაცია

ყოველწლიური ფესტივალი „თელავინო“, რომელიც კახეთის მეღვინეთა ამქრის მიერ 2014 წელს არის დაარსებული, ტრადიციისამებრ რთველის დასასრულს ტარდება. ღონისძიების მიზანი ქართული მეღვინეობისა და  ღვინის კულტურის პოპულარიზაციაა.

წელს ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები, მონაწილეობა მიიღონ თემატური ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში, ასევე დატკბნენ ეროვნული ფოლკლორით და დაათვალიერონ სპეციალურად შექმნილი შემოდგომის პავილიონები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ღვინის მსხვილი კომპანიები, ასევე საოჯახო ტიპის მცირე მარნები. ღვინის გარდა სტუმრები ქართული ჭაჭისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნებასაც შეძლებენ.