საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული D ჯგუფის მატჩი დანიასთან ანგარიშით 0:0 დასრულდა.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა EURO-2020-ის შესარჩევი მატჩი დანიის გუნდთან ფრედ დაასრულა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული D ჯგუფის მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.

პირველ ნახევარში დანიელები უტევდნენ და მეკარე გიორგი ლორიამ გუნდი არაერთხელ იხსნა. მეორე ნახევარში კი ქართველები შეტევაზე გადავიდნენ და ვაკო ყაზაიშვილმა 76-ე წუთზე მიზანს ოდნავ აცდა. შემდეგ ორივე გუნდმა თითოჯერ შეტევა განახორციელა, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

ჯგუფში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. შვეიცარიის ნაკრებმა შინ გიბრალტარის გუნდი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის ხუთი ჩატარებული საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და D ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ვაისის შეგირდები დამარცხდნენ შვეიცარიასთან (0:2), ირლანდიასთან (0:1) და დანიასთან (1:5) და მოიპოვეს მხოლოდ ერთი გამარჯვება გიბრალტართან (3:0).

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

ლიდერი კვლავ ირლანდიაა, რომლის აქტივში 11 ქულაა. მეორე ადგილზე დანიაა - 9 ქულით, ხოლო მესამეზე - შვეიცარიაა (8ქულით). თუმცა, შვეიცარიელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს თბილისში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.