კახეთში ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნება

გურჯაანში 2020 წლისთვის მიუსაფარი ცხოველებისთვის სრულფასოვანი თავშესაფარი იფუნქციონირებს.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქალაქ გურჯაანში ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

„აღასრულე კანონი, დაისაჯონ დამნაშავეები“ - რუსთაველზე ცხოველთა დამცველების აქცია გაიმართა>>

პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული და საკარანტინო შენობების, ვეტერინარიული კლინიკების, ლაბორატორიების, ვოლიერებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„ფორსაჟის" ექშნ-სცენების რეჟისორმა თბილისში ცხოველთა თავშესაფარი მოინახულა

თავშესაფრის ფუნქციაში შევა მიუსაფარი ცხოველების მოვლა. გარდა ამისა, თავშესაფრის თანამშრომლები ამ ცხოველებისთვის პატრონების მოძებნას ეცდებიან.

უპატრონო ცხოველების პრობლემა კახეთში განსაკუთრებით მწვავედ დგას; სპეციალისტები დაავადებებისა და ეპიდემიების გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ. ამ რეგიონში ასევე დაფიქსირდა ცხოველების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები.

თავშესაფრის მშენებლობას მთავრობა დააფინანსებს. პროექტი, სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება.