მწარე წიწაკა და მისი სასარგებლო თვისებები

მწარე წიწაკა მკურნალობს შინაგან ანთებით პროცესებს და ანადგურებს ავთვისებიან უჯრედებს. მას იყენებენ მიოზიტების, რევმატიზმის, პოლიართრიტის, პოდაგრის, ზედა სასუნთქი გზების კატარისა და სხვა დაავადებების დროს.
Sputnik

წიწაკა (Capsicum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი; მრავალწლოვანი ბუჩქბალახია. კულტურაში გვხვდება ოთხი სახეობა. მათგან ევრაზიაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური წიწაკა (Capsicum annuum), ანუ მწარე წიწაკა.

წარმოშობით სამხრეთამერიკული, მაგრამ მაინც - ბულგარული

ზოგადად, წიწაკის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – ტკბილი და მწარე. მწარე წიწაკის სახეობაა წითელი წიწაკა, ანუ ჩილი chilli (აცტეკების ენიდან ითარგმნება, როგორც წითელი).

წიწაკის სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. მისი კულტივირება ევროპელების ამერიკაში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 6 ათასი წლის წინ მოხდა. ამაზე პერუს სამარხები მეტყველებს. ამჟამად წითელი წიწაკა ბევრგან მოჰყავთ, ძირითადად, ტროპიკულ ქვეყნებში, ყველაზე მეტი კი – ინდოეთსა და ტაილანდში.

საინტერესო ფაქტი: წიწაკის სახეობა bhut jolokia გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე მწარე წიწაკა. მისი სიმწარე დაახლოებით მილიონ ერთეულს შეადგენს. ინდოეთში ამ წიწაკისგან მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ.