რამდენი მანქანა ემსახურება საქართველოს სახელმწიფო უწყებებს

ექვს სამინისტროს ჯერ არ წარმოუდგენელია ინფორმაცია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის შესახებ, რომელიც უწყებების ბალანსზე ირიცხება
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ყველაზე მეტი მანქანა ირიცხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბალანსზე - 104 ერთეული, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოში დაზღვეულია ავტომობილების მხოლოდ 5,5%

ინფორმაციაში შვიდი უწყების მონაცემებია ასახული. ექვს სამინისტროს მათ ბალანსზე რიცხული მანქანების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ წარმოუდგენია. ეს არის ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობითი ფორმით მიმართავს ყველა სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით. როგორც კი სამინისტროები წარმოადგენენ თავის მონაცემებს, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებგვერდზე აისახება.

ავტომანქანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს შვიდ უწყებას ემსახურება

უწყება     ავტომობილების რაოდენობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო         

 

104

საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები       

 

88

იუსტიციის სამინისტრო         

 

87

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

55

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

49

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია       

 

9
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი9

საქართველოში სულ 11 სამინისტროა.