რა აქვთ საერთო მდიდარ ადამიანებს – ერთი ფაქტორი, რომელიც ყველასთვის უცვლელია

მკვლევარი ხუთი წლის განმავლობაში იკვლევდა მდიდარი ადამიანების ჩვევებს და ყველასთვის საერთო ერთი თვისება აღმოაჩინა...
Sputnik

ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობები გვაქვს, ჩვენზე იმაზე მეტად ახდენენ გავლენას, ვიდრე წარმოგვიდგენია.

უფრო მეტიც, მეგობრულ ურთიერთობებს არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლია იმაზე, თუ რამდენ თანხას გამოიმუშავებთ.

ამერიკელი მკვლევარი ტომას კორლი 5 წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში სწავლობდა მდიდარი ადამიანების ჩვეულებებს და მან ერთი ყველასთვის საერთო თვისება აღმოაჩინა – ისინი ნებისმიერ ფასად ერიდებიან პესიმისტებთან კონტაქტს.

სიღარიბის ჩვევების ტყვეობაში

მილიონერებს, რომლებმაც ამ მდგომარეობას თვითონ მიაღწიეს, სურთ ურთიერთობები მხოლოდ მათთან, ვინც მათში დადებით ასოციაციებს იწვევს. ისინი ადამიანებში აფასებენ ოპტიმიზმს, მიზანსწრაფულობას, ენთუზიაზმს, სამყაროზე პოზიტიურ შეხედულებებს, აღნიშნავს ექსპერტი.

კორლის კვლევის მონაწილე ადამიანების 86%-მა აღიარა, რომ შეგნებულად ეძებს კავშირს ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ პოზიტიურად და ყველაზე მეტად ფულის გამომუშავების პრობლემა აწუხებთ.

ამასთან, ისინი შეგნებულად ზღუდავენ საკუთარ თავზე „ტოქსიკური", უარყოფითი ადამიანების გავლენას.

ნეგატიურად განწყობილი ადამიანების „ჩანაცვლება" დადებითი ადამიანებით არის ყველა იმ ადამიანის საერთო თვისება, რომელიც კორლის შეუსწავლია.

აქედან დასკვნა ერთია:მდიდრებიცა და ღარიბებიც, თავისდაუნებურად, ქვეცნობიერ დონეზე ვბაძავთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც საკუთარი თავის ასოცირებას ვახდენთ, ან ვისთანაც ურთიერთობები გვაქვს.

ნაპოლეონ ჰილი: სიღარიბის მიზეზები ჩვენს თავშია

ხანგრძლივი წარმატება ცხოვრებაში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დადებითი მსოფლმხედველობა გაქვთ, აღნიშნავს მკვლევარი.

სხვათა შორის, კორლი ერთადერთი არაა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფინანსური წარმატების მთავარი პირობა პოზიტივი და პოზიტიური ურთიერთობებია. 100 წლის წინ ამ ფაქტორს ყურადღება მიაქცია ჟურნალისტმა ნაპოლეონ ჰილმა. ის ანალოგიურ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც იმ დროის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს ინტერვიუ ჩამოართვა.

ენთუზიაზმის გარეშე დამაჯერებელი ვერ იქნები. უფრო მეტიც, ენთუზიაზმი გადამდებია და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს, ჩვეულებრივ, ყველა კომპანიაში სიხარულით იღებენ – წერდა ნაპოლეონ ჰილი.

მსგავსი მსგავსს იზიდავს. მოერიდეთ პესიმისტებს და დაიწყეთ მეტი ურთიერთობა ოპტიმისტებთან.