ტრაგედია სენაკი-თბილისის ავტომაგისტრალზე: ორი ადამიანი ავტომობილში დაიწვა

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ერთ-ერთს ცეცხლი მოედო და მანქანაში მყოფი ორივე პიროვნება, ადგილზე დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ავტომაგსიტრალზე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

შურისძიება თბილისში: ქალმა და მამაკაცმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს - დაკავების კადრები

ტრაგედია  სოფელ ნოსირთან ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა  და ავტომობილში  მყოფი ორივე პიროვნება ადგილზე დაიღუპა. რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, მან ავტომობილიდან  გადმოსვლა მოასწრო. დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. გარდაცვლილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.