ხანძარი ზუგდიდში – ცეცხლი ოთხ ბინას მოედო

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროპლიტაა.
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  ზუგდიდში ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, რომელიც საბოლოოდ 4 საცხოვრებელ ბინას მოედო, ელექტროპლიტაა. მისმა აალებამ მცირე მოცულობის გაზის ბალონის აფეთქება გამოიწვია, რასაც ხანძრის გავრცელება მოჰყვა.

საბედნიეროდ, შემთხვევის  შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.