მსოფლიო დღეს

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალებაში ედება ბრალი

ატამბაევმა პირადად ესროლა სპეცრაზმელს, განაცხადა უშიშროების სამსახურის უფროსმა
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდა, განაცხადა ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის უფროსმა ოროზბეკ ოპუმბაევმა, იუწყება „Sputnik-ყირგიზეთი".

კოი-ტაშის მოვლენებზე პრესკონფერენცია გამართეს უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებმა.

ატამბაევი დაკავებულია: ექს-პრეზიდენტი ძალოვნებს ჩაბარდა

ოპუმბაევის განცხადებით, ატამბაევი იმედოვნებდა, რომ იქნებოდა შეტაკება, მას სისხლი სჭირდებოდა, რათა მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება - მაშინ ის ხელისუფლებას დასდებდა ბრალს.

მისი თქმით, უშიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ატამბაევის შტაბში ინფორმაციას გადასცემდნენ, ამიტომ სპეცრაზმი მისი სახლისკენ მოულოდნელად გაემგზავრა.

მან ასევე დასდო ბრალი ატამბაევს იმაში, რომ მან სპეცრაზმელებს ესროლა.

მოვლენები კოი-ტაშში

სოფელ კოი-ტაშში უშიშროების სამსახურის სპეცრაზმი ატამბაევის დაკავების ოპერაციის ჩატარებას შეეცადა, მაგრამ შტურმი მოიგერიეს. 8 აგვისტოს სამართალდამცველებმა ხელმეორედ ჩაატარეს ოპერაცია. პოლიტიკოსი დანებდა.

ატამბაევის რეზიდენციის შტურმი: დაშავდა 43-ზე მეტი ადამიანი>>

მოგვიანებით დაიწყო ატამბაევის მომხრეების ძალისმიერი დაშლა, შემდეგ ახალგაზრდებმა ბიშკეკში ჩიოს გამზირი გადაკეტეს. ის დაშალა მილიციამ და ზოგიერთი მონაწილე დააკავა.

ბოლო მონაცემებით, შეტაკებების ორი დღის განმავლობაში დაშავდა 136 ადამიანი, ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობისგან.