თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. პოპულარული ტელესერიალ „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ მესამე სეზონის პროდიუსერი, რომლის თემაც აშშ–ის 42–ე პრეზიდენტ ბილ კლინტონის იმპიჩმენტის მცდელობა გახდება, მონიკა ლევინსკი იქნება, წერს გაზეთი Washington Post–ი.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ბილ კლინტონი აშშ–ის პრეზიდენტი 1993–2003 წლებში იყო. სკანდალი მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებით 1988 წელს გაღვივდა, როდესაც პრეზიდენტისა და თეთრი სახლის თანამშრომლის ურთიერთობის შესახებ ინფორმაციამ პრესაში გაჟონა, რამაც იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას მისცა საფუძველი, თუმცა, მოგვიანებით იმპიჩმენტის საკითხი გადაიდო.
ტელეშოუს ახალი სეზონი სახელწოდებით „იმპიჩმენტი: ამერიკული კრიმინალური ისტორია“ ჯეფრი ტუბინის წიგნზე „გრანდიოზული შეთქმულება: სექს-სკანდალი, რომელმაც კინაღამ პრეზიდენტი დაღუპა“ იქნება დაფუძნებული.
სერიალში მონიკას როლს მსახიობი ბინი ფელდშტეინი შეასრულებს, ხოლო თუ ვინ შეასრულებს ბილ კლინტონისა და მისი მეუღლე ჰილარის როლებს, ჯერჯერობით უცნობია.
მესამე სეზონის გადაღებები თებერვალში დაიწყება, პრემიერა კი 2020 წლის 27 სექტემბერაა დაგეგმილი.