თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ცხრა ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად, იუწყება РИА Новости ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
სროლის შედეგად 16 ადამიანი დაიჭრა, თავად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ბარში მოხდა. ადგილზე FBI-ს თანამშრომლები მუშაობენ.
ერთ დღე-ღამეში აშშ-ში სროლის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა: ადრე ელ-პასოში სავაჭრო ცენტრ Walmart-ზე (ტეხასის შტატი) თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, 26 დაიჭრა, ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი >>
მსროლელი დაკავებულია. ეს არის 21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუზიოსი. წინა დღეს მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლითაც მხარს უჭერს ტერაქტს, რომელიც ახალი ზელანდიის მეჩეთში მოხდა. მან ასევე დაწერა, რომ თავისი ქმედებებით იცავს თავის ქვეყანას უცხოური „შემოსევისგან“ და მიგრანტების გამო აშშ-ის კულტურა და ეკონომიკა ზარალდება.