საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეიძლება შეწყდეს

გაფიცვა ავტომატურად გამოიწვევს შიდა და გარე სარკინიგზო მიმოსვლის გაჩერებას
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აანონსებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ >>

თანამშრომლები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ. 4 ათას 800 ადამიანს უკვე ხელი აქვს მოწერილი გაფიცვაზე. „ახალი პროფკავშირების“ წარმომადგენლები 10 აგვისტოს შეიკრიბებიან და გაფიცვის თარიღსა და ფორმებზე იმსჯელებენ.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა, შესაბამისად, მათ ერთადერთი გზა დარჩათ და აქციას, როგორც პროტესტის ფორმას მიმართავენ.

„რკინიგზის თანამშრომლებს 2012 წლის შემდეგ აღარ გაზრდიათ ხელფასი. ზოგის ხელფასი 300 ლარია.  მოპოვებულია კანონიერი გაფიცვის მოთხოვნა. რკინიგზის ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია რომ კომპანიის თანამშრომლებს ხელფასი 2020 წლის 1 მაისიდან გაეზრდებათ“, - აცხადებენ რკინიგზის ახალ პროფკავშირებში.

რკინიგზელების პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

მიმდინარე წლის 9 ივლისს, საქართველოს რკინიგზაში დაწყებული კოლექტიურ შრომითი დავის - კანონით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურა რკინიგზის ადმინისტრაციის გამოუცხადებლობის გამო შეწყდა. მედიაციის პროცედურების შეწყვეტა ან დასრულება დავის დაწყებიდან 21 დღის ვადაში, დასაქმებულებს ანიჭებს უვადოდ კანონიერი გაფიცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობას.

პროფკავშირები მოუწოდებენ საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულ 13 000 რკინიგზელს, შეინარჩუნონ მაქსიმალური სიმშვიდე და დაელოდონ ყველა სამართლებრივი პროცედურის ბოლომდე დასრულებას.