ქურდობა, ოჯახური ძალადობა და ნარკომანია: ბოლო წლებში ძალიან გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა

იანვარ-ივნისში საქართველოში 33 ათასზე მეტი დანაშაულია ჩადენილი
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაახლოებით 33,4 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 18,3%-ით მეტია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

„ჰეროინი", „ბუპრენორფინი", „კოკაინი": შსს-მ სამი ნარკორეალიზატორი დააკავა >>

ყველა დანაშაულის თითქმის მესამედს ქურდობა შეადგენს. ექვს თვეში დაფიქსირდა 10,8 ათასი შემთხვევა (+23,3%). ამასთან, გახსნილი დანაშაული მხოლოდ 18,3%-ს შეადგენს.

2,5 კგ-ზე მეტი კოკაინი – საქართველოში უცხოეთის მოქალაქეს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

მეორე ადგილზეა ოჯახში ძალადობა. 2019 წლის იანვარ-ივნისში რეგისტრირებული დაახლოებით 2,9 ათასი მსგავსი დანაშაული (+14,3%). გახსნილია საქმეების 52,4%.

მესამე ადგილზეა ნარკოდანაშაული - 2,7 ათასზე მეტი შემთხვევა (+27,1%). ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გახსნამ შეადგინა 73,7%.

ყველაზე გავრცელებული დანაშაული

დანაშაულის სახეობარაოდენობაცვლილება +/-გახსნილია
ქურდობა10 801+23,29%1 978
ოჯახში ძალადობა2 851+14,27%1 637
ნარკოდანაშაული   2 738+12,11%2018
მუქარა    1 158+41,91%728
თვითმკვლელობამდე მიყვანა1 127+21,18%4

შსს აღძრავს საქმეებს „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით ყველა შემთხვევაში, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება არაბუნებრივი სიკვდილით, მაგრამ ძალადობის ნიშნები არ ვლინდება. მაგალითად, თუ ადამიანი წყალში დაიხრჩო ან სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

ტრაგედია საირმეში: დამსვენებელი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა

როგორც ადრე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოში კრიმინალი არ იზრდება, გაუმჯობესებულია მხოლოდ დანაშაულის აღრიცხვიანობა. ის უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭვირვალე გახდა.

მისი თქმით, დანაშაულის აღრიცხვის მიდგომა და მეთოდოლოგია საქართველოში შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან. ამ კუთხით საქართველო ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადრე პოლიცია ნაკლებად არეგისტრირებდა ისეთ დანაშაულებს, რომელთა გახსნის პერსპექტივა დაბალი იყო.