სომხეთი შესაძლოა უახლოეს მომავალში ტრანზიტული ქვეყანა გახდეს

სომხეთი აპირებს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება დააჩქაროს
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ერევანს აქვს ყველა შანსი იქცეს რეგიონის სატრანსპორტო კვანძად და მარშრუტ „სპარსეთის ყურე - ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტერიად, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

თუმცა ამისათვის საჭიროა უმოკლეს ვადებში დაიხვეწოს ინფრასტრუქტურა, დასრულდეს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სტრატეგიული გზის მშენებლობა, ამტკიცებენ ექსპერტები საქართველოსა და სომხეთში.

ბახტაძე: ქვეშეთი–კობის გზისა და გვირაბის მშენებლობა სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება

პარასკევს, ირანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ „სპარსეთის ყურე - ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის“ სატრანსპორტო კვანძის ერთობლივ განვითარებაზე.

კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ მისი განვითარების გეგმის შემუშავებაზე. ამასთან, რომელი ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირებას აპირებენ თეირანი და თბილისი, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს საერთაშორისო ტვირთგადამზიდავების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გია წიფურიამ „Sputnik-სომხეთთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი მოლაპარაკებების სტადიაზეა და არანაირი კონკრეტული ლოგისტიკური მარშრუტები არ შემუშავებულა. რაც შეეხება „ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის“ საზღვრებს, ისიც საკმაოდ ბუნდოვანია.

„არსებობს სამი ვარიანტი, რომლითაც ირანი შეიძლება დაუკავშირდეს საქართველოს და მისი გავლით შეუერთდეს „ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფანს“: სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. ვინც შესთავაზებს უკეთეს ინფრასტრუქტურას, მობილურ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, სატრანზიტო გადაზიდვებზე მორგებულ კანონმდებლობას, იმ ქვეყნის ტერიტორიაზეც გაიშვება ტვირთები თეირანიდან“, - განაცხადა წიფურიამ.

არანაკლებ მნიშვნელოვან როლს სატარიფო პოლიტიკაც ასრულებს. დღეისათვის ტვირთის გადაზიდვა ირანში ან ირანიდან სომხეთის გავლი ხელსაყრელია, მაგრამ ზაფხულის პერიოდში. ზამთარში გზა მოწყვლადი ხდება. ზოგიერთი ტვირთის გადაზიდვა აზერბაიჯანის გავლით ჯერ კიდევ მოხერხებულია.

სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს გავლით აპირებს >>

თეორიულად მარშრუტი შეიძლება იყოს ასეთი: ინდოეთის პორტებიდან საქონელი შევა ირანის პორტში ბენდერ-აბასში, შემდეგ საავტომობილო გზით სომხეთის გავლით ის გადაიზიდება საქართველოში, იქიდან - რუსეთში (იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთის დერეფნის საზღვრები იქ გაივლის).

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - ირანი რკინიგზით გადაზიდავს ტვირთს აზერბაიჯანში, შემდეგ კი რუსეთში.

ხსნა სომეხი გადამზიდავებისთვის – საქართველო ზემო ლარსთან გვირაბს გაიყვანს

დღეისათვის რთული სათქმელია, სამიდან რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე ხელსაყრელ მარშრუტს, დაასკვნა წიფურიამ.

თავის მხრივ, ლოგისტიკური კომპანია „სატის“ დირექტორმა მაკარ არაკელიანმა აღნიშნა, რომ ერევანმა უნდა იჩქაროს და დაასრულოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობა.

ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სწორედ მას შეუძლია გაუზარდოს სომხეთს თავისი როლი რეგიონი და მსხვილი სატრანსპორტო პროექტიდან „სპარსეთის ყურე - შავი ზღვა“ აზერბაიჯანი განდევნოს.

„ვაქციოთ სომხეთი სატრანზიტო ქვეყანად - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენთვის. ამისათვის უმოკლეს ვადებში უნდა დავასრულოთ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა და მეზობლებს ეკონომიურად მომგებიანი და მოკლე მარშრუტი შევთავაზოთ“, - განაცხადა არაკელიანმა.

ამჟამად სპარსეთის ყურეში საქონელი შედის სინგაპურიდან, ტაილანდიდან, ჩინეთიდან, ინდონეზიიდან. ირანი სერიოზულ ეკონომიას გააკეთებს ფოთის პორტში საქონლის საავტომობილო გზით გადაზიდვაზე სომხეთის გავლით. ამჟამად ეს საქონელი ფოთში გემებით წითელი და ხმელთაშუა ზღვიდან შედის.

არაკელიანმა აღნიშნა, რომ ეს მარშრუტი სომხეთს „ჰაერივით სჭირდება“. ამ შემთხვევაში ერევანი გახდება სატრანზიტო კვანძი და დაუკავშირდება არამარტო ირანს, არამედ ერაყსა და ავღანეთს.

„ზემო ლარსის" ალტერნატივა: ანაკლიის პორტი სომხეთისთვის ახალი პერსპექტივაა

ამასთან ირანის საკითხებში ექსპერტი ვარდან ვოსკანიანი მიიჩნევს, რომ ავტომაგისტრალი „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მშენებლობის დაჩქარებული ტემპები ხელსაყრელია სომხეთისთვის ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულ-ირანული შეთანხმების მიუხედავად.

„სომხეთმა უნდა დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი სატრანსპორტო დერეფანში „სპარსეთის ყურე-შავი ზღვა“. ეს არაერთხელ აღნიშნა როგორც სომხურმა, ისე ირანის მხარემ“, - განაცხადა ვოსკანიანმა.

ის მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების კუთხით სომხეთის გავლით გზა ყველაზე ოპტიმალურია. მისი თქმით, თეირანს ესმის, რომ ერევანი - საიმედო და უსაფრთხო პარტნიორია. ბაქოსა და ანკარაზე გამავალი მარშრუტები თეირანს პერიოდულად პრობლემებს უქმნის.

გაერთიანდება თუ არა საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ელექტროქსელები >>

ვოსკანიანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს სურს გააჩნდეს ალტერნატივა, რათა ცალმხრივად დამოკიდებული არ იყოს. ამ კუთხით სომხეთი საქართველოსთვისაც აზერბაიჯანსა და თურქეთზე გამავალი მარშრუტების შესანიშნავი ალტერნატივა შეიძლება იყოს.

რაც შეეხება შეთანხმებას საქართველოსა და ირანს შორის, ვოსკანიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გვერდის ავლით კიდევ ერთი ვარიანტია რკინიგზა, რომელიც ირანს სომხეთთან დააკავშირებს, შემდეგ კი საქართველოს გავლით რუსეთში წავა.