საქართველო მობილური ვირუსებისგან მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთ არის დაცული

იანვრიდან მარტამდე მსოფლიოში 905 ათასზე მეტი მავნებელი მობილური აპლიკაცია აღმოაჩინეს
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მავნებელი პროგრამის შეტევა სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების 1,52%-ზე განხორციელდა, იუწყება „კასპერსკის ლაბორატორია“.

ფულის ონლაინ-ქურდობა: საქართველოს მოსახლეობას ახალ კიბერსაფრთხეებზე აფრთხილებენ >>

სომხეთსა და აზერბაიჯანში ვითარება უარესია - 2,16% და 3,12%, შესაბამისად.

წინა წლებში საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ლიდერობდა. მაგალითად, 2018 წელს მავნებელი პროგრამების შეტევები განხორციელდა მობილური ტელეფონების 5,17%-ზე, სომხეთში - 4,76%-ზე, აზერბაიჯანში - 2,95%-ზე.

სმარტფონებს საქართველოში კიბერშეტევები არ ემუქრება

2019 წლის პირველ კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 905 ათასზე მეტი მავნებელი პროგრამაა აღმოჩენილი. ეს 95-ით ნაკლებია, ვიდრე წინა კვარტალში იყო.

ექსპერტების ცნობით, მავნებელი პროგრამებისგან დაცვის პირველი საშუალებაა აპლიკაციების გადმოწერა მხოლოდ ცნობილი წყაროებიდან, ასევე უნდა გაითიშოს გარე წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, საჭიროა სისტემისა და აპლიკაციების განახლება. არ შეიძლება გადასვლა საეჭვო ბმულებზე და საეჭვო ფაილების გახსნა შეტყობინებებიდან, ელექტრონული ფოსტიდან, სოციალური ქსელებიდან და ა.შ.