ნამდვილი ბეიბი-ბუმი თბილისის ზოოპარკში: ამჯერად ვინ დაიბადა?

პატარა თიკნები დაბადებიდან რამდენიმე დღეში „მეკლდეურობას“ იწყებენ
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებმა Facebook-მომხმარებლები კვლავ გაახარეს - ფაფრიან ცხვრებს ორი თიკანი შეეძინა.

„დღეს კიდევ ორი პატარა უნდა წარგიდგინოთ - ამჯერად წვერცანცარა ფაფრიანი ცხვრების შვილიკები“, - ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ნამდვილი ბეიბი-ბუმი თბილისის ზოოპარკში: ამჯერად ვინ დაიბადა?

ფოტოზე მხოლოდ ერთი პატარა ჩანს, მაგრამ ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, მეორე პატარა კარგად არის და ის პირველის ზუსტი ასლია.

თბილისის ზოოპარკში მატებაა

ფაფრიანი ცხვრების თიკნები ძალიან ცელქები არიან და დაბადებიდან რამდენიმე დღეში კლდეებზე ძრომიალს იწყებენ. მათ ამისათვის უფროსების მითითებები არ სჭირდებათ, ისინი თავიდანვე მშვენივრად გადაადგილდებიან ვერტიკალურ ზედაპირზე.

სულ ახლახან თბილისის ზოოპარკის ბინადართა სიას შეემატა ნიამორის ორი ნუკრი, მანამდე კი ზებრას კვიცი დაიბადა.

გასულ წელსაც თბილისის ზოოპარკში ბევრი ახალშობილი გაჩნდა. ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ცხოველს ათი ახალშობილი ეყოლა. ყველაზე ნაყოფიერი ნიამორები აღმოჩნდნენ – მათ სამი ნუკრი ეყოლათ.

„დედა ცხელ ნიავს არ აკარებს და მონდომებით იცავს მამრი ზებრისგან“ – ზოოპარკში ზებრა დაიბადა >>

ალპაკას და იაკის სახეობასაც ორ-ორი პატარა შეეძინა. თითო-თითო პატარა ეყოლა ბერბერულ მაკაკას, კატისებრ ლემურს და ზოლებიან გნუს.