თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ებრაულ კლინიკა „ჰელსიკორში“ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კლინიკამ ნაღმის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიიღო.
სამედიცინო დაწესებულებაში სამართალდამცველები და გამნაღმველები იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა ამ დროისათვის კლინიკის შენობა უკვე დატოვეს. სამედიცინო დაწესებულება კი მუშაობას უკვე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
საქართველოში დღეს ნაღმის შესახებ შეტყობინებები „ჰელსიკორის“ გარდა, კიდევ ორმა დაწესებულებამ მიიღო - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თოდუას სახელობის კლინიკამ.