„გართობის დროა": თბილისში ტანგოს მასტერ-კლასი ჩატარდება

თბილისელებს საშუალება ექნებათ, ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე ცეკვა შეისწავლონ.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს იწვევენ ტანგოს მასტერ-კლასზე Tango Party, რომელიც 4 აგვისტოს მულტიფუნქციური სივრცის Fabrika-ს შენობის სახურავზე გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

მოდური ტანგო - ირმა შარიქაძის პერფომანსი

მასტერ-კლასს ჩაატარებს პროფესიონალი არგენტინელი მოცეკვავე მარ ფერნანდეზი, რომელიც თბილისის სკოლაში არგენტინულ ტანგოს ასწავლის.

ორგანიზატორების განცხადებით, ტანგო სოციალური ცეკვაა, სადაც უმნიშვნელოვანესი ელემენტია ურთიერთობები. საღამოზე დასასწრებად აუცილებელი არაა, იცოდეთ ტანგოს ცეკვა, ასევე შესაძლებელია პარტნიორის გარეშე მისვლა.

„საკმარისია, რომ გინდოდეს ახალი ძალიან საინტერესო და განსხვავებული გამოცდილების მიღება", – აღნიშნავენ ორგანიზატორები და დაინტერესებულ ადამიანებს ღონისძიებაზე ეპატიჟებიან.

ტანგო ავსებს სიცარიელეს ადამიანიდან ოცნებამდე>>

მასტერ-კლასის გარდა სტუმრები ასევე იხილავენ მოკლემეტრაჟიან ფილმს ტანგოს შესახებ.