ტრაგედია თუშეთში: სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გამთენიისას განახლდება

შსს აზუსტებს, რომ დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ 5-მა ადამიანმა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ტრაგედია ხულოს გზაზე – დაღუპულია ბაბუა და შვილიშვილი

თბილისიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები ჩავიდნენ.

უწყებაში არ აზუსტებენ ავტომობილში მყოფი ადამიანების რაოდენობას. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანაში სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ხევში გადავარდნილი სატვირთოს ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი გარდაცვლილის ცხედრის ამოტანა ამ დროისთვის ვერ მოხერხდა და მაშველები სამუშაოებს დილის ექვსი საათიდან განაახლებენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.

ტრაგედია ქობულეთის გზაზე: გადარჩენილი გოგონა საუდის არაბეთში წაიყვანეს >>

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.