მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარი გაჩნდა

ხანძრის შედეგად საფლავები არ დაზიანებულა
Sputnik

თბილისის, 25 ივლისი - Sputnik. მუხათგვერდის სასაფლაოზე გაჩენილი  ხანძარი უკვე  ლოკალიზებულია,  განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სტიქია სვანეთში: მესტიის სოფლებში ადიდებულმა მდინარემ ხიდები დააზიანა

უწყების ცნობით, ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუხათგვერდის სასაფლაოზე ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ ბალახს წაეკიდა. ხანძრის შედეგად საფლავები არ დაზიანებულა.

საგანგებო სიტუაციების სამსხურის ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.