სისხლიანი დაპირისპირება აჭარაში: ბათუმის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა დაჭრეს

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik.  ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კლუბში პარასკევს გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმის სანაპიროზე ირანის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

 

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ბარში მყოფმა ადამიანებმა გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.