მსოფლიო დღეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დანით დაჭრეს

დაკავებულია 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. პოლონეთში საქართველოს 34 წლის მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საბერძნეთში მეხუთე სართულიდან ქურდობის დროს ქართველი მამაკაცი გადმოვარდა

შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ვონგროვეცში 13 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ადგილობრივი მედიის განცხადებით,  დაშავებული საქართველოს 34 წლის მოქალაქეა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.