ქართველმა ფეხბურთელმა „რუბინთან“ კონტრაქტი გააფორმა

„რუბინთან“ კონტრაქტი უკვე ორმა ქართველ ფეხბურთელს აქვს გაფორმებული
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.  საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზახურ კლუბ „რუბინთან“ კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

რუსეთის ჩემპიონატზე  კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს

კვარაცხელია „რუბინს“ ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ შეუერთდა, რაც მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვა. 18 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი. ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.

კვარაცხელიამ „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი ბურთი გაიტანა, ამასთან გახდა  ქვეყნის თასის გამარჯვებული.

გარდა ამისა,  „რუბინმა“  კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, 18 წლის ზურიკო დავითაშვილთან გააფორმა ოფიციალურად შეთანხმება.  კონტრაქტი სამი წლის ვადით ივნისის ბოლოს გაფორმდა.