ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ევროპაში: მშენებლობა დაწყებულია

გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების პიკზე ცათამბჯენის აგებაზე ერთდროულად 2 ათასი კაცი იქნება დასაქმებული.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, რომლის სიმაღლეც 405 მეტრი იქნება, მოსკოვში აშენდება, იუწყება სააგენტო Москва

რუსი არქიტექტორების ხუთი განსაცვიფრებელი ნაგებობა საზღვარგარეთ

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში, რომელსაც გადაჭრილი პრიზმის ფორმა ექნება, 101 მიწისზედა და 3 მიწისქვეშა სართული იქნება. სტილობატური ნაწილის სიმაღლე 80 მეტრს შეადგენს.  

„ეს უნიკალური ობიექტია ფუნქციონალური, ვიზუალური და ტექნოლოგიური პარამეტრების მიხედვით, რომელსაც არა თუ რუსეთში, ევროპაშიც არ აქვს ანალოგი“, — განაცხადა „მოსინჟპროექტის“ გენერალურმა დირექტორმა ალბერტ სუნიევმა.

პროექტზე მუშაობა, რომლის ავტორიც სერგეი სკურატოვია, უკვე დაწყებულია. ამ დროისათვის მიმდინარეობს ქვაბულის შემოზღუდვა და სატესტო ბოძების ჩაყრა. სამშენებლო სამუშაოების პიკზე ცათამბჯენის აგებაზე ერთდროულად 2 ათასი კაცი იქნება დასაქმებული.

ცათამბჯენზე, რომელსაც One Tower-ი ერქმევა, 400 მეტრის სიმაღლეზე დასათვალიერებელი მოედანი მოეწყობა და ასევე იმუშავებს რესტორანი.