თბილისში კორეული ფერწერის გამოფენა Minhwa იხსნება

გალერეის სტუმრები კორეის მრავალფეროვანი ცხოვრების ამსახველ ნამუშევრებს დაათვალიერებენ.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. კორეელი მხატვრების ერთდღიანი გამოფენა Minhwa in Georgia თბილისურ გალერეა Cameo-ში ოთხშაბათს, 3 ივლისს იხსნება.

იაპონელი მხატვარი ქალის - კოშუს გამოფენა სიღნაღში გაიხსნება

Minhwa კორეულიდან ითარგმნება, როგორც „ხალხური ფერწერა". სახვითი ხელოვნების ეს ტექნიკა კორეაში ოფიციალურ ფერწერასთან ერთად ვითარდებოდა. Minhwa-ს ოსტატები საკუთარ სტილში მეტ თავისუფლებასა და ექსპერიმენტებს უშვებდნენ.

„ამ ტიპის ნამუშევრები ეკუთვნით მხოლოდ უცნობ ან მოხეტიალე ხელოვანებს, რომლებსაც არ მიუღიათ არანაირი ფორმალური განათლება, მათ არ იციან სახვითი ხელოვნების თანამედროვე ტენდენციები და, შესაბამისად, მათი ნამუშევრები არაკომერციულია, არაა გათვლილი ყოველდღიური გამოყენებისთვის და დეკორაციისთვის", – ნათქვამია გალერეის განცხადებაში.

თბილისში კორეული ფერწერის გამოფენა Minhwa იხსნება

გალერეაში Minhwa-ს 45 ნახატია წარმოდგენილი. ყველა შესრულებულია ტრადიციულ კორეულ ქაღალდზე ჰანჯი (hanji). ეს ნამუშევრები ასახავს კორეის კულტურას, მითოლოგიასა და ფოლკლორს.

თბილისში ირანული ხელოვნების გამოფენა–გაყიდვა იხსნება>>

გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება. გალერეის მისამართია შარდენის ქუჩა, რკინის რიგი 11. დასწრება თავისუფალია.