ცვლილებები კონსტიტუციაში: „ქართული ოცნება“ ოპოზიციას  იწვევს

მოქმედი კონსტიტუციით, საარჩევნო სისტემის ცვლილება უნდა მომხდარიყო 2024 წლის არჩევნებზე.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  1 ივლისს კონსტიტუციაში ცვლილებების სავარაუდო ვარიანტის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, როგორც ამას აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ. 

ირაკლი კობახიძე ოფიციალურად გადადგა

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“, – ნათქვამია პარტიის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდობამ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციებს უდგანან სათავეში, ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივა საკუთარ გამარჯვებად შეაფასეს.

ინიციატივა „პროპორციული არჩევნები 2020“–ის პრეზენტაციაზე მიწვეული არიან პარტიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ივანიშვილის საგანგებო განცხადება

გამომდინარე იქიდან, რომ ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტში შეიძლება პარტიების დიდი რაოდენობა შევიდეს, საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს 2020 წლის არჩევნების შედეგების საფუძველზე კოალიციური მთავრობის შექმნას.

მომდევო ოთხ წელში თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკად გადაიქცა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება სწორედ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგების საფუძველზე მოხდა.

მოქმედი კონსტიტუციით, საარჩევნო სისტემის ცვლილება – შერეულის კონკრეტულად პროპორციულით – უნდა მომხდარიყო 2024 წლის არჩევნებზე. ჯერჯერობით პარლამენტის 77 დეპუტატს პარტიული სიებით, 73–ს კი ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ.

ადრე, როგორც მოითხოვდნენ მომიტინგეები, თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ, გათავისუფლდა 20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევისას დაკავეებული ყველა მოქალაქე, ასევე დაიწყო პოლიციის ძალის გადამეტების შესახებ საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა ათ სამართალდამცველს.

ახლა ერთი მოთხოვნა დარჩა – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც  პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირის. 

„ეს გამარჯვებაა“ – ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებაზე

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.