მოსკოვში რუსი და ქართველი დეპუტატების დიალოგის პირობა დასახელდა

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საპარლამენტთაშორისო დონეზე კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებულია კოსაჩიოვი
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საპარლამენტთაშორისო კონტაქტებს საქართველოსა და რუსეთს შორის სჭირდება ხელშეწყობა, თუმცა ამასთან ერთად საჭიროა უსაფრთხოების სათანადო გარანტია, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩიოვმა, დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული სიტუაციის კომენტირებისას.

„არ შემოვუშვებთ“ - გახარია გავრილოვის შესაძლო დაბრუნების შესახებ >>

გავრილოვის ვიზიტმა საქართველოში გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. სწორედ ამ დღეს, დილით ოპოზიციამ ჩაშალა პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია იმის გამო, რომ მას ხელმძღვანელობდა გავრილოვი, თანაც სპიკერის სავარძელში მჯდომი. ოპოზიციამ ხელისუფლებას დასდო ბრალი სამშობლოს ღალატში, ხოლო თავად ხელისუფლებამ „პროტოკოლის შეცდომაზე“ საუბრობდა.

„დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საპარლამენტო ხაზით ვიზიტები არამარტო შესაძლებელია, არამედ, ჩემი ღრმა რწმენით, ორივე მხარის მიერ ყოველმხრივ ხელშესაწყობია - რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების ნორმალიზაციით დაინტერესების შემთხვევაში“, - განუცხადა კოსაჩიოვმა РИА Новости-ს.

თუმცა აუცილებელ პირობას წარმოადგენს შესაძლო ვიზიტების ყველა პარამეტრის წინასწარი შეთანხმება და „მიმღები მხარის მიერ ჩამომსვლელი დელეგაციებისთვის სტუმართმოყვარეობის და უსაფრთხოების საყოველთაოდ მიღებული ნორმების გარანტიის უზრუნველყოფა“, აღნიშნა მან.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

„დასახელებული პირობების დაცვის პირობებში მხარს ვუჭერ რუსულ-ქართული დიალოგის აქტივიზაციას საპარლამენტო ხაზით. ამის გარეშე ასეთი დიალოგი შეუძლებელია“, - დასასრულს აღნიშნა კოსაჩიოვმა.

გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტმა მასობრივი პროტესტი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდა გამოიწვია.

იმ მოვლენებზე საპასუხოდ, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავრილოვის გამოსვლას მოყვა, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს მიეცა რეკომენდაცია არ გაეყიდათ ტურები საქართველოს მიმართულებით.