თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დაკავების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, იუწყება Новости-Грузия პროკურატურის პრეს–სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით.
გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ცხარე კამათის შემდეგ, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მიიღეს. რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგეა, მათ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
მელიას თანაპარტიელებმა და პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.