არ არსებობს მამაკაცური ან ქალური ლოგიკა, არის მხოლოდ სწორად აზროვნების უნარი

ბედნიერება, ოცნებები, წარმატება, ლოგიკა და სხვა – ცნობილი ფსიქოლოგის ლაკონური რჩევები
Sputnik

სად გადის გზა წარმატებისა და წარუმატებლობისკენ? რა იცის და რა შეუძლია მოწიფულ პიროვნებას? სად ბუდობს ბედნიერება?

ცნობილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, მწერალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი მიხაილ ლიტვაკი – ამ და სხვა საკითხებზე ლაკონურ, ფასდაუდებელ პასუხებსა და რჩევებს გვაძლევს.

რბოლა ხელოვნური ბედნიერებისთვის – 21–ე საუკუნის ნარკომანია, ანუ მდაბიოთა „აღზევება“

• მე არ ვიცი წარმატებისკენ მიმავალი გზები, მაგრამ ვიცი გზა წარუმატებლობისკენ – ესაა სურვილი, ყველას მოსწონდე.

• არ არსებობს მამაკაცური ან ქალური ლოგიკა, არის მხოლოდ სწორად აზროვნების უნარი.

• გინდა გაიცნო შენი მთავარი მტერი? ჩაიხედე სარკეში. გაუმკლავდი მას – დანარჩენი ყველა დაიფანტება. 

• მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ხოლო მტრებთან – სასარგებლო.

• ურთიერთობების დასრულებისა და სამუშაოდან გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი საპატიო მიზეზი არსებობს – შეუძლებელია არსებულ ვითარებაში პიროვნული ზრდა.

წაიკითხეთ აქ: თუ ცხოვრების მეგზურს ეძებთ..

• უმწიფარმა პიროვნებამ ხშირად იცის, მაგრამ არ შეუძლია. მოწიფულმა არა მხოლოდ იცის, არამედ შეუძლია კიდეც. ამიტომ უმწიფარი პიროვნება აკრიტიკებს, ხოლო მოწიფული – აკეთებს.

იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი

• მხოლოდ სიხარული გაუზიარე მეგობრებსაცა და მტრებსაც. მეგობარს გაუხარდება, მტერს – ეწყინება.

• ბედნიერებას ნუ გაეკიდები, არამედ იპოვე ადგილი, სადაც ის ბუდობს. და ბედნიერება თავად გიპოვის. შემიძლია გიკარნახო, სადაა შენი ბედნიერება – ეს შენ თვითონ ხარ. ხოლო მისკენ გზა – ეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებაა.

• ბედნიერება – ეს სწორად ორგანიზებული საქმიანობის „თანმდევი პროდუქტია".

• თუ ვინმემ უმადურობა გისაყვედურა, მაშინვე გაარკვიე, რა ღირს მისი მომსახურება, გაუსწორე ანგარიში და ამ ადამიანთან საქმე აღარ დაიჭირო.

წაიკითხეთ აქ: ურთიერთობების ოთხი მოდელი - რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი

• თუ გინდა, ვინმეს რამე დაუმტკიცო, ეს ნიშნავს, რომ იმისთვის ცხოვრობ, ვისთვისაც ამის დამტკიცება გინდა. თუ საკუთარი თავისთვის ცხოვრობ, მაშინ ვინმესთვის რამის დამტკიცების საჭიროება არ არსებობს.

ნამდვილ მამაკაცებსაც აქვთ უფლება, რომ...

• ოცნებები ჩვენი უნარების ხმებია. მაგალითად, მე არ ვოცნებობ ოპერაში სიმღერაზე. არც ხმა მაქვს და არც სმენა. რომ ვოცნებობდე, შესაბამისად, ამ ოცნებას ჩემი უნარები უფრო გააღვივებდა. შესაბამისად, ვეცდებოდი ოპერაში მოხვედრას. უბრალოდ, საჭიროა დაფიქრდე, როგორ განახორციელო ეს ოცნება. აქ მთავარია არ აჩქარდე, მაშინ ძალიან სწრაფად გამოვა. კარგია, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე თქვას „მარტო იმას ვაკეთებ, რომ ვცდილობ ჩემი ოცნებები განვახორციელო".

• იმისთვის, რომ გაიგო, როგორ გეპყრობიან ადამიანები, მოუყევი მათ საკუთარ გეგმებსა და ოცნებებზე. ის, ვინც შენ მიმართ ფარულ სიძულვილს გრძნობს, ამას გააკრიტიკებს. ვისაც შენთვის კარგი უნდა, დაგეხმარება.

წაიკითხეთ აქ: მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...

• ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეს, რომ მას საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა აქვს.

• მიაღწიე წარმატებას და წყენა გაგივლის.