თბილისში ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი გაიმართება

კულინარიული დღესასწაულის მონაწილეები თავისი თვალით დაინახავენ, როგორ მზადდება ქართული სამზარეულოს მთავარი შედევრები
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ყველაზე ცნობილი ქართული კერძების მომზადების მასტერ-კლასი ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში 29 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

საქართველო, რუსეთში ჩატარებული გამოკითხვით, საუკეთესო გასტრონომიული ქვეყნების სიაშია

მასტერ-კლასებში მონაწილეობის მიღებას ყველა მსურველი შეძლებს - როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი, ისე ტურისტები.

„თქვენ საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული ღვინო და უშუალოდ ჩაერთოთ ქართული კერძების მომზადებაში: ჩურჩხელას ამოვლება, პურის გამოცხობა, მწვადის შეწვა, ხინკლის მოხვევა და სხვა უამრავი საინტერესო აქტივობა“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორები - ქეითერინგული კომპანია m catering-ი და M Group-ი, ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ მხარდაჭერით.

ქართული სამზარეულო - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სამზარეულოა, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს ყველა, ვინც მის კერძებს გემოს გაუსინჯავს. ქართული სამზარეულოს რესტორნები უკვე მრავალ ქვეყანაში არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს.