18 წლის გოგოს ამ დროს ქუჩაში არაფერი ესაქმება, არ წახვიდეთ, გთხოვთ - შაფათავა გახარიას

მსახიობი იუნა შაფათავა საზოგადოებას გიორგი გახარიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
Sputnik

მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მაკა ჩიჩუა: გახარია ვერ ასრულებს ფუნქციას, რისთვისაც დაიქირავეს

მსახიობი წერს, რომ გახარია საქართველოს სჭირდება და ყველამ უნდა მოაწეროს პეტიციას ხელი, რომ მინისტრი არ გადადგეს.  

მსახიობმა „ფეისბუქის“ პროფილზეც გიორგი გახარიას ფოტო დააყენა და დაწერა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი პროფილის ავატარზე ქართველი კაცის ფოტოა. 

„პირველი არის გიორგი გახარია. ჩემი უღრმესი პატივისცემა, ლოცვა მასზე და მხარდაჭერა ქალისგან, რომელმაც იცის სიმართლის ფასი! ჩემი მხარდაჭერა - თქვენ. ბნელების მინისტრობა არაფერია, მაგრამ არ წახვიდეთ, გთხოვთ. პირველად ცხოვრებაში ვგრძნობდი თავს დაცულად როგორც მოქალაქე თქვენი მინისტრობის დროს", - წერს მსახიობი.

გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლას ითხოვს >>>

მისმა განცხადებამ სოციალური ქსელის მომხმარებლები გააღიზიანა და მას შეახსენეს, რომ სწორედ გახარიას ბრძანების გამო დაკარგა 18 წლის გოგომ თვალი, რაზეც შაფათავამ უპასუხა, რომ ქუჩაში იმ დროს 18 წლის გოგოს არაფერი ესაქმება.

სტუდენტებმა აქციაზე კონტროლი აიღეს და გახარიას 3 საათიანი ვადა მისცეს

„ახალგაზრდებმა ტვინიც უნდა გაანძრიონ ხოლმე, რომ მიტინგი „ტუსოვკა“ არაა. სანამ მწარდებოდნენ, მიმოეხედათ რა ცუდ „სასტავში“ მოხვდნენ. რაც შეეხება სახეში სროლას, ეგეც პროვოკაციაა შიგნიდან“, - წერს მსახიობი.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, 19 კვლავ კლინიკებში რჩება. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.