სააკაშვილი: ვინც ამას დათანხმდება, არის აბსოლუტურად სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნულოვანი ბარიერი მსოფლიოში არ არსებობს და ეს გაერთიანებების დაშლას, ასევე პატარ-პატარა პარტიების ყიდვას ნიშნავს.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია და იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ით ვიდეომიმართვისას.

„ეს გამარჯვებაა“ – ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებაზე>>

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვისას გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.

ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს, დილით გააკეთა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ნულოვანი ბარიერი მსოფლიოში არ არსებობს და ეს გაერთიანებების დაშლას, ასევე პატარ-პატარა პარტიების ყიდვას ნიშნავს.

„ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020 წელში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში, ამისთვის დაიღვარა სისხლი?! ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში?! ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად!“ – განაცხადა საკაშვილმა.

საპროტესტო ავტოკოლონა შსს–კენ დაიძრა: რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარია>>

სააკაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს, ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ძალაუფლების გადამეტება აქციის დაშლის დროს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

„ახლა აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს არჩევნები რიგგარეშე, პროპორციული სისტემით მართლაც, მაგრამ რიგგარეშე, გამოცვალოს ცესკოს ნაყიდი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ჩამოიყვანოს საერთაშორისო დამკვირვებლები, ჩამოვიყვანოთ და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. აი, ეს არის, რაც უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. აქციის მოანწილეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ბახტაძე  ივანიშვილის ინიციატივაზე: გადაწყვეტილება დაკორექტირდა>>

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. ისინი ასევე მოითხოვენ გიორგი გვახარიას გადადგომას, აქციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და იმ სამართალდამცველების დასჯას, რომლებმაც აქციის დაშლის დროს უფლებამოსილებას გადაამეტეს.