მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემორატიული საქართველო“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე საკითხები განიხილეს, იუწყება პირველი არხი.

სხდომას ესწრებოდნენ პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა ლიდერები.

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობას მოაწყობენ

თბილისში 20 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელი იყო. დააკავეს 300–ზე მეტი ადამიანი.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ ყოველდღე იმართება. ის დაანონსებულია დღესაც.

საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან დასრულდა>>

პროტესტანტების მოთხოვნებია: გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები, დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა და ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით.