ხობში მეცხრე კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხჩო

თვითმხილველების თქმით,  ბიჭს ცურვისას გული გაუსკდა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში მეცხრე კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო, იუწყება ქართული მედია. 

რუსთავში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო

თვითმხილველების თქმით,  ბიჭს ცურვისას გული გაუსკდა.
ამ დროისთვის ცხედარი ნაპოვნია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.