ირაკლი კობახიძე ოფიციალურად გადადგა

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალურად გადადგა, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.

შსს იძიებს: „მოლოტოვის კოქტეილები" და გამოკითხვაზე დაბარებული პარტიების ლიდერები

შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს, რომელიც თბილისში მძიმე ღამის შემდეგ გაიმართა – საპროტესტო აქციის დროს ადგილი ჰქონდა არეულობებს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

 „პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე (თამარ ჩუგოშვილი)“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს.