ტურიზმი იზრდება, მაგრამ აჭარისთვის ეს ცოტაა

აჭარის ხელისუფლება ავითარებს ახალ ტურისტულ ადგილებს და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. აჭარაში ტურიზმი აქტიურად ვითარდება - 2018 წელს უცხოელები ამ კურორტს 2,1 მილიონჯერ ესტუმრნენ, რაც 2017 წლის მონაცემებს 9,7%-ით მეტია.

საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ისე მიზნობრივი - ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. აჭარის მთავრობა თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ესტონეთზე (+88,2%), გერმანიაზე (+79,2%), დიდ ბრიტანეთზე (+33.9%), ლიეტუვაზე (+33,2%), პოლონეთზე (+11,5%).

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს >>

ტურისტები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მაღალმთიანი აჭარის მიმართ. 2018 წელს ეს მხარე 244,4 ათასმა ვიზიტორმა მოინახულა (+124%).

შიდა ტურიზმი საქართველოში: რაში ხარჯავს მოსახლეობა ფულს ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას

ტურიზმის განსაკუთრებული ზრდა შეიმჩნევა ქობულეთის (+38%), ხელვაჩაურის (+112%), ქედას (+12%), ხულოს (+31%), შუახევის (+26%) ტურისტულ მარშრუტებზე. ამ ადგილებში ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ ლამაზი პეიზაჟებით, დააგემოვნონ იშვიათი კერძები, მონაწილეობა მიიღონ მასტერ-კლასებში და ერთ-ორი რეცეპტიც გაიყოლონ.

ზაფხულის სეზონზე აჭარაში ტურიზმის განვითარებას და სტუმრების უსაფრთხოებას ტურიზმის საკოორდინაციო საბჭო უზრუნველყოფს.

აჭარის მთავრობამ აამოქმედა პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული ადგილების და სპორტული ტურიზმის განვითარებას, ეკო- და ბიოსასტუმროების გახსნის გზით ეკოტურიზმის განვითარებას.

ბათუმში საზღვაო სეზონი გაიხსნა >>

მაჭახელას ხეობაში დაიწყო პროექტი „ეთნოსოფელი“, რომელიც ითვალისწინებს ხეობაში ეთნოგრაფიული ძეგლების პოპულარიზაციას და შენარჩუნებას, გარემოს გაჯანსაღებასა და დაცვას, ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის ზრდას.

ბათუმი შეიძლება „ტურისტული ოსკარის" მფლობელი გახდეს

აჭარაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მომსახურების სფეროში დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. 2018 წლიდან დღემდე ტურიზმის სკოლა ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ესენი არიან გიდები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, საოჯახო ტიპის სასტუმროების, კვებისა და განთავსების ობიექტების მფლობელები.

გიდებისთვის შექმნილია სპეციალური სახელმძღვანელოები: გიდის პრაქტიკული სახელმძღვანელო და ღვინის გიდის გზამკვლევი.

აჭარაში წარმატებით ხორციელდება პროექტი „საიდუმლო სტუმარი“, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის შესწავლა.

2018 წელს საზაფხულო ტურისტული სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები 22-მა ავიაკომპანიამ შეასრულა. კვირაში 120 რეისი სრულდებოდა.

ტურიზმი იზრდება, მაგრამ აჭარისთვის ეს ცოტაა