რა საფრთხე ემუქრება უვიზო რეჟიმს, ანუ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი

როგორც კი საზოგადოებაში პოლიტიკური დაძაბულობა ნელდება, ჟურნალისტებს თითქოს ახალი სუნთქვა ეხსნებათ და მათი გამოსვლების თემატიკა და პუბლიცისტური შეფასებების დიაპაზონი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი, ფართო და საინტერესო ხდება...
Sputnik

დასავლელი პარტნიორების მიერ ხმამაღლა გამოთქმულ შენიშვნებს საქართველოს ხელისუფლებისადმი იმთავითვე მოჰყვა გამოხმაურება ქართულ პრესაში.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გამოსვლა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ცხარე განხილვის საგნად იქცა.

მმართველი გუნდის მეთოდების მკვეთრად განსხვავებული შეფასებების შემდეგ გამოცემები იძულებული გახდნენ ეჩვენებინათ, რომ პოზიციას იზიარებენ.

დარჩება თუ არა ევროპა ხელმისაწვდომი რიგითი ქართველებისთვის?

საკითხი საქართველოს ათასობით მოქალაქეს აღელვებს. არა იმიტომ, რომ მათ სხვა პრობლემები არ აქვთ, არამედ იმის გამო, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოდ წასულებს სწორედ ამ პრობლემების მოგვარების იმედები აქვთ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რით დასრულდება ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე ჰოლანდიის მოთხოვნის განხილვა", – წერს „რეზონანსი" 12 ივნისის ნომერში. „ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებლის კორნელი კაკაჩიას აზრით, შემდეგი შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს.

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა: 11 100-დან 2017 წელს 19 300-მდე 2018 წელს. მიუხედავად ამისა, დასავლელი ექსპერტები ციფრებს კატასტროფულად არ მიიჩნევენ. მათი დაკვირვებით, „მაძიებელთა" რაოდენობა დამოკიდებულია განაცხადების განხილვის ვადებზე. საფრანგეთში, სადაც პროცესი ნახევარ წელს და ზოგჯერ მეტხანსაც გრძელდება, ციფრები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. სამაგიეროდ შვეიცარიაში პროცედურა ორ კვირაში სრულდება, თავშესაფრის მაძიებლები კი თითქმის არ არიან.

ამასთანავე, უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან კეთილგანწყობის გამოხატვის თითქმის ერთადერთი თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი აქტი გახდა, რაც, ზოგიერთი სხვა ქვეყნის ვიზის მიღებისას წარმოქმნილი სირთულეების გათვალისწინებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. ევროპაში, სავარაუდოდ, ეს ესმით.

ევროპარლამენტში არჩევნები დასრულდა – რა ელოდება საქართველოს>>

თუმცა ყოველთვის არ ესმით საქართველოში. „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე თავისივე მოსაზრებებს ეწინააღმდეგება გაზეთ „ახალ თაობაში" (10.06). ის ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი საზღვარგარეთ უშვებს თავის მოქალაქეებს, და შიშობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება ქართული მოსახლეობა. და იქვე აკრიტიკებს ხელისუფლებას საქართველოსთვის უსაფრთხო სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების ინიციატივისთვის. ეს, მისი თქმით, აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რომლებიც საზღვარგარეთ სარჩოს საშოვნელად მიდიან.

რას ეძებს დასავლეთი საქართველოში?

ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის; ისევე, როგორც, სტრატეგიული ვითარება, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში; როგორც ზოგიერთი მიზანი, რომლის აფიშირებაც ადრე არ ხდებოდა, დღეს კი უფრო თვალსაჩინოა. "იმედი მაქვს, საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს ანაკლიაში, – მოჰყავს „რეზონანსს" (12.06) ამერიკელი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სიტყვები, – ეს დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან". დიპლომატიურ ენაზე პომპეოს სიტყვები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც თითქმის მუქარის შემცველი ჟარგონი.

ფინანსური გარიგება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დადგენილ ვადაში არ დაიხურება

თუ „რეზონანსი", ასე თუ ისე, ცდილობს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, „ახალი თაობა" უფრო კატეგორიულადაა განწყობილი და სამოქალაქო აქტივისტის ლადო სადღობელაშვილის პირით აცხადებს: ამერიკელებმა ივანიშვილის წასვლა მოითხოვეს. „ოცნების" ლიდერი ცდილობს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ითამაშოს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მსგავსი მიკროისტორიული კონტექსტი სავსებით ესადაგება დღემუდამ სტრატეგიული ინტერესების კვეთაზე მყოფი საქართველოს მრავალსაუკუნოვან დიპლომატიურ მანევრებს. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება პოლიტიკური ლავირება ორ ზესახელმწიფოს შორის ამჯერად, რთული სათქმელია. არ გეგონოთ, რომ პომპეოს სიტყვების შემდეგ ბრძოლა ანაკლიის პორტისთვის დასრულებულია, წერს „ახალ თაობაში" ექსპერტი გია ხუხაშვილი.

უფრო ოფიციალური „საქართველოს რესპუბლიკა" ღიად გამოთქვამს ეჭვებს. რატომ უნდა აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში და არა ფოთში, სადაც უკვე არსებობს საჭირო ინფრასტრუქტურა? – სვამს პროვოკაციულ კითხვას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან - ილია მეორე>>

ამ დავის შედეგებს სიმბოლურად აჯამებს „ასავალ-დასავალი" (10-16.06): „ყაჩაღმა ბანკირმა, როგორც გაზეთი წერს (გულისხმობს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც ანაკლიის პროექტს ხელმძღვანელობს), შეჭამა 11 მილიონი პირგასამტეხლო, რომელიც მას აპატიეს“. სტატიის ავტორი მიანიშნებს, რომ ცალკეული ბიზნეს-ჯგუფები დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგობებზე მდიდრდებიან.

ოპოზიცია უძლურია 5 კილოგრამი კარტოფილის წინაშე

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ამ სიტყვებს („ახალი თაობა", 12.06) შეიძლება მხოლოდ ერთი რამ დაუმატო – უძლურია ნებისმიერი პარტია, მათ შორის, მმართველიც. მთავარი მხოლოდ ამომრჩეველთა ძირითადი მასის სიღატაკე არ არის. გაცილებით უარესი ისაა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია რაიმე კონსტრუქციული იდეა და პროგრამა. „მე სკეპტიკურად ვუყურებ ყველა პარტიას – ძველსაც და ახალსაც. – აცხადებს „რეზონანსში" (12.06) მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე, – მათ წამოწყებულ საქმეებს თავიდანვე ცუდი სუნი ასდის".

ბესელიას ბრძოლა „სამართლიანობისთვის“ ახალ ეტაპზე გადადის

ამის საილუსტრაციოდ გამოდგება პრაქტიკულად ერთ კვირაში გამოჩეკილი ორი ახალი პარტია – ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის" („რეზონანსი", 11.06) და ირაკლი ოქრუაშვილის პარტია პომპეზური სახელწოდებით „გამარჯვებული საქართველო" („საქართველოს რესპუბლიკა", 12.06). ორივე ძალა მაქსიმალურად ცდილობს ინტრიგა შეინარჩუნოს.

თუმცა, ცალკეული პუბლიკაციებითა და გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებთ, ნათელია, რომ მათ უბრალოდ არაფერი აქვთ სათქმელი. ოქრუაშვილს „ახალ თაობასთან" საუბრისას წამოცდა, რომ გეგმავს ახალი დროშის ქვეშ თავი მოუყაროს ხელისუფლებაზე გაბრაზებულ ადამიანებს. ანუ გამაერთიანებელი ფაქტორი კვლავ საყოველთაო პროტესტის იდეაა.