ვინ არის ფოთელი ბავშვი, რომელიც კუნგ-ფუში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

რვა წლის ბავშვმა ოქროს მედალი ქალაქ ემეიშანში ჩატარებულ ტურნირზე მოიპოვა.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. კუნგ-ფუში მსოფლიო ჩემპიონი რვა წლის ფოთელი ბიჭი საბა გოგია გახდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ექვსი წლის დავით თათვიძე ევროპის ჩემპიონია ჭადრაკში

საბა გოგიამ ოქროს მედალი მოიპოვა მე-8 კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე ემეიშანში (ჩინეთი), სადაც 50 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ტაოლუს ნაკრების შემადგენლობაში 13 სპორტსმენი შედიოდა.

ამავე ჩემპიონატზე გავიდა მეორე ფოთელი სპორტსმენი გოგონა, 11 წლის სოფიკო აფხაზავა. ის ევროპის ჩემპიონია. თუმცა, ამჯერად ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.