ბათუმში საზღვაო სეზონი გაიხსნა

ზაფხულის სეზონზე ბათუმი ტურისტების რეკორდული რაოდენობის მიღებას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ქალაქის სანაპიროზე გაიმართა კონცერტები და პერფორმანსები, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ბათუმი საუკეთესოა: „ტურისტული ოსკარი" აჭარას ერგო

ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.

აჭარა ტურისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს. ვიზიტორების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2018 წელს აჭარას 1,9 მილიონზე მეტი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,7%-ით მეტია.

აჭარაში ტურისტები არამარტო ულამაზესი პეიზაჟებით დატკბებიან, არამედ ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან ასევე სხვადასხვა ქართული კერძების დამზადებას ისწავლიან, გაეცნობიან ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს.

როგორც მალიბუში: საქართველოში მაშველი გოგონები გამოჩნდებიან >>

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე ბათუმი ტურისტების რეკორდული რაოდენობის მიღებას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ბათუმი გახდა გამარჯვებული პრემიის World Travel Awards-ი, რომელსაც „ტურისტულ ოსკარს“ უწოდებენ. აჭარის დედაქალაქს ჯილდო გადაეცა ნომინაციაში „ევროპის საუკეთესო სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულება“.