მსოფლიო დღეს

გარდაიცვალა გამოჩენილი იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი

რეჟისორს პოპულარობა მოუტანა პიესების ეკრანიზაციამ - „ჭირვეულის მორჯულებამ“ და „რომეო და ჯულიეტამ“
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости მაესტროს სახელობის ფონდზე დაყრდნობით.

თბილისის საკრებულო მწუხარებით იუწყება >>

გამოჩენილი კინემატოგრაფისტი შაბათს საკუთარ სახლში რომში გარდაიცვალა.

„რამდენიმე წუთის წინ მშვიდად გაჩერდა ფრანკო ძეფირელის გული... გარდაცვალება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დადგა. ინფორმაცია დაკრძალვის ადგილისა და თარიღის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება. მაესტროს ფლორენციაში Porte Sante-ს სასაფლაოზე დაკრძალავენ“, - ნათქვამია ძეფირელის ფონდის განცხადებაში.

მაესტროს დაემშვიდობებიან 17 ივნისს რომის მერიაში კაპიტოლიუმზე, საიდანაც რეჟისორს მშობლიურ ფლორენციაში გადაასვენებენ.

გარდაიცვალა გამოჩენილი იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი

მაესტროს ბიოგრაფია

ფრანკო ძეფირელი (ნადვილი სახელი - ჯანფრანკო კორსი) ფლორენციაში 1923 წელს დაიბადა. თავდაპირველად ეუფლებოდა არქიტექტურას, მაგრამ სწავლაში ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა, რომლის დროს ძეფირელი იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის პარტიზანი იყო, შემდეგ - შოტლანდიური გვარდიის თარჯიმანი.

კაჭრეთში ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმამ იმსხვერპლა

ომის შემდეგ ის გაიტაცა თეატრმა და კინომ: თამაშობდა უნივერსიტეტის თეატრში, მუშაობდა თეატრის მხატვრად, ქმნიდა დეკორაციებს ლუკინო ვისკონტის ფილმებისა და სპექტაკლებისთვის. ამ საქმიანობის წყალობით ის გახდა ცნობილი და 1953 წელს ძეფირელი როსინის „კონკიას“ დადგმაზე მხატვრად მიიწვიეს. მაგრამ ძეფირელი ამ სპექტაკლის რეჟისორი გახდა და შედეგად მას დიდი წარმატება ხვდა წილად. შემდგომში მან დადგა ოპერები La Scala, Covent Garden, Metropolitan Opera-ში, ვენისა და რომის საოპერო თეატრებში.

გარდაიცვალა გამოჩენილი იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი

კინოში მისი დებიუტი 1957 წელს შედგა. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კემპინგი“. პოპულარობა მას მოუტანა შექსპირის ეკრანიზაციებმა: „ჭირვეულის მორჯულება“ (1967) და „რომეო და ჯულიეტა“ (1968). „რომეო და ჯულიეტასთვის“ ნომინირებულია „ოსკარზე“ როგორც საუკეთესო რეჟისორი, ფილმმა მოიპოვა პრიზი საუკეთესო კოსტიუმებისა და ოპერატორის ნამუშევრისთვის.

ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე ქართველი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ძეფირელის ნამუშევრებს შორის არის „ძმა მზე, და მთვარე“ წმინდა ფრანცისკე ასიზელის ცხოვრების შესახებ, ვატიკანის შეკვეთით გადაღებული „იესო ნაზარეველი“, მელოდრამა „ჩემპიონი“, ოპერების კინოადაპტაციები, მათ შორის „ჯამბაზები“, ტრავიატა“, „ოტელო“. შემდეგ იყო ეკრანიზაციები - „ჰამლეტი“, „ბეღურა“, „ჯეინ ეარი“, „ჩაი მუსოლინისთან“. ბოლო ფილმი - „კალასი სამუდამოდ“ - ძეფირელიმ 2002 წელს გადაიღო.

ძეფირელი რამდენჯერმე იყო ჩასული რუსეთში, სადაც მან ჩაიტანა თეატრალური დადგმები, ხოლო 2007 წელს კრემლის სასახლეში დადგა „ჯამბაზები“. 2004 წელს როგორც კულტურის გამოჩენილ მოღვაწეს რუსეთის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი ჯილდოს ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახდა,