საქართველოში С ჰეპატიტზე გამოკვლევა 1,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა

საქართველოს მოქალაქეებს С ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევის გავლა შეუძლიათ.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოში С ჰეპატიტზე ექსპრეს-ტესტი 1,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ.

„დამნაშავეა დაავადება" – კომენტარი С-ჰეპატიტით დაავადებულების დაღუპვასთან დაკავშირებით >>

საქართველოს მოქალაქეებს С ჰეპატიტზე უფასო ექსპრეს-ტესტის გავლა შეუძლიათ არა მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში და იუსტიციის სახლებში. ადრე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ С ჰეპატიტზე მკურნალობა, სავარაუდოდ, 150 ათასი ადამიანს ესაჭიროება.

ექსპრეს-ტესტის შემდეგ С ჰეპატიტის სრული დიაგნოსტიკა გაიარა 60 ათასამდე პირმა და მკურნალობის პროცესი დამთავრებული აქვს 55 ათასამდე პირს, განაცხადა ადამიამ. თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად ქვეყნის ყველა რეგიონში მინიმუმ ერთი დაწესებულება უნდა გაიხსნას, რომელიც მოქალაქეებს С ჰეპატიტზე გამოიკვლევს. პროექტში უკვე ჩართულია 14 ახალი დაწესებულება, იგეგმება კიდევ 21 დაწესებულების დამატება, აღნიშნა მან.

С ჰეპატიტი საქართველოში - მკურნალობა 150 ათას ადამიანს სჭირდება

„ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებლობა, რომ პაციენტებმა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისები ჩაიტარონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“, – განაცხადა ადამიამ.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებენ.

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 150 ათას ადამიანს ესაჭიროებოდა მკურნალობა С ჰეპატიტზე. 2015 წლამდე მკურნალობა ხელმისაწვდომი იყო ძალიან შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

მაგრამ ამჟამად С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 45 ათასი პაციენტიდან განიკურნა 98%. სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, ჩააბარონ შესაბამისი ანალიზები. ამის უფასოდ გაკეთება შესაძლებელია ჰეპატიტის სკრინინგ-ცენტრებში, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონსა თუ ქალაქშია გახსნილი.