თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ახალციხეში ნასვამი მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში შევარდა და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
ინციდენტის დროს 25 წლის მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა. 25 წლის მამაკაცს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.