თბილისში მამაკაცი დაჭრეს: პოლიციამ დამნაშავე ადგილზევე დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრა ბასრი საგნით, წინასწარი განზრახვით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისში ერთი პირი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამტრედიის ქუჩაზე ქალის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

შემთხვევა დღეს, ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრა ბასრი საგნით, წინასწარი განზრახვით მოხდა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.