საშიში სექსი, საშიში სიყვარული და ორნი უდაბნოში...

სიყვარულის უნარი... ეს ასაკზე არაა დამოკიდებული. ისეთივე ხდები, როგორც ოცი წლისა. იტანჯები, როგორც ოცი წლისა. ასევე კარგავ თავს.
Sputnik

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჯონ ფაულზის გამონათქვამებს.

ჯონ ფაულზი - (John Robert Fowles, 1926-2005) ინგლისელი მწერალი-ინტელექტუალი, რომანისტი, ესეისტი. მეოცე საუკუნის ლიტერატურული პოსტმოდერნიზმის წარმომადგენელი. ბრძენი მარტოხელა, განდეგილი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ზღვის პირას, საკუთარ სახლში გაატარა.

ბედნიერება სასარგებლოა სხეულისთვის, ვარამი - სულისთვის... მარსელ პრუსტის უკვდავი ფრაზები

ამის საშუალება მას პირველივე გამოქვეყნებულმა რომანმა „კოლექციონერი" მისცა - ნაწარმოებმა მწერალს დიდი წარმატება და შემოსავალი მოუტანა.

პფაულზი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი ძირითადი ნაწარმოებები მსოფლიოშია აღიარებული. მათ მიხედვით გადაღებულია ფილმები.

ფაულზი ავტორი რომანებისა და ნოველებისა: „კოლექციონერი", „გრძნეული", „ფრანგი ლეიტენანტის ქალი", „ეკალმუხის კოშკი", „დენიელ მარტინი", „მანტისა", „მატლი". ეკრანიზებულია მისი ნაწარმოებები: „კოლექციონერი", „გრძნეული", „ფრანგი ლეიტენანტის ქალი", „შავი ხის კოშკი".