პროკურორი: სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევს

საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს მუშაობას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე სამშობლოში, სადაც მას პატიმრობა აქვს შეფარდებული
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აქვს თუ არა მას უკრაინის მოქალაქეობა, მაინც მოუწევს სასჯელის მოხდა, რომელიც მას საქართველოს სასამართლომ მიუსაჯა, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

„ზელენსკი მალე მიხვდება": მოხდება თუ არა უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადიცია >>

სამშაბათს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა, სააკაშვილი კი უკრაინაში მეორე დღეს, ოთხშაბათს ჩავიდა. კიევის აეროპორტში მას გახარებული მომხრეები დახვდნენ.

„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება“, - განაცხადა კაციტაძემ.

კობახიძე ზელენსკის: „ნუ დანიშნავთ ავანტიურისტ სააკაშვილს თანამდებობაზე"

საქართველოში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ასევე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალებისთვის.

„პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ესტრადიციასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ, რომელიც არის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს საქართველომ არაერთხელ მიმართა უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის თხოვნით, მაგრამ ამაოდ.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოშია კიდევ ორი საქმე – სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

ივანიშვილმა სააკაშვილს მშიშარა უწოდა >>

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

„პოროშენკო ძველი ბიჭია“ - სააკაშვილი მოუწოდებს ზელენსკის, დააპატიმროს წინამორბედი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩნდა. მალე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არათუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. თავად სააკაშვილმა ის დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა. მან უკრაინაში „ახალი ძალების მოძრაობა“ შექმნა.

2017 წლის ივლისში მოქალაქეობაც ჩამოართვა. უკრაინის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, რომლის ტერიტორიიდანაც 2017 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ შევიდა – პოლონეთის საზღვარზე მისმა მომხრეებმა მესაზღვრეების კორდონები გაარღვიეს. მაშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.