დემნა გვასალიას ახალი ტრენდი - საყურეები პლასტმასის ბოთლის სახურავისგან

ლურჯი და მრგვალი ბოთლის თავსახური, რომელიც არაფერში გამოიყენება, ბალენსიაგამ მოდურ და ძვირადღირებულ საყურედ აქცია.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას კოლექციაში ყოველთვის მოიძებნება დეტალი, რომელიც მსოფლიო მოდის კრიტიკოსთა გაოცებას იწვევს. ამჯერად ეს დემნას საყურე გახდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ბოთლის სახურავის დიზაინით არის შექმნილი.

საყურე ლურჯი პლასტმასისგანაა დამზადებული. ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე ჭანჭიკის ფორმის ვერცხლის საკიდით ბოლოვდება. საყურის ფასი 447,05 ევროა და ეს ფასი ალბათ გამართლებულია მაშინ, როცა თავსახურს შიგნიდანაც და გარედანაც ბალენსიაგა აწერია.

ნიკოლ კიდმანს დემნა გვასალიას BALENCIAGA-ს ნივთები მოსწონს

გარდა მოდურობისა, ამ საყურის შეძენასთან ერთად, ბალენსიაგა მსურველებს სთავაზობს ეკო-მეგობრულები იყვნენ და პლასტმასის ბოთლები უფასოდ გასცენ.

დემნა გვასალია ქართველი მოდის დიზაინერია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე განგრძო სწავლა. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი.

დემნა გვასალიას Balenciaga-მ Chanel-ი და Gucci დაჩრდილა

დემნა გვასალია დაიბადა საქართველოში 1981 წელს, სადაც მან გაატარა ცხოვრების 17 წელი. მოდის ინდუსტრიაში მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებმა სსრკ-ს სამხედრო კონფლიქტის დროს გაიარა. ასეთი რთული პირობების მიუხედავად მან შეძლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულება. დემნას ერთადერთი შთაგონების წყარო იყო მისი ბებია. მოზარდობის ასაკში დემნა იძულებული იყო ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი გარემო მამამისის სამუშაოს გამო, საბოლოოდ კი აღმოჩნდა ლონდონში, შემდეგ კი გერმანიაში. თავისი სტილის საპოვნელად დემნას საკმაო დრო დასჭირდა.

ამჯერად კენდალ ჯენერი – დემნა გვასალიას შემოქმედებით კიდევ ერთი ვარსკვლავი დაინტერესდა

გვასალია წავიდა ანტვერპენში, რათა ჩარიცხულიყო ანტვერპის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი იყო დემნას შესთავაზა მამაკაცების ტანსაცმლის დიზაინერობა, როდესაც ის ჯერ კიდევ სწავლობდა. გვასალია ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი შექმნა ქალთა ტანსაცმლის კოლექცია. პრეზენტაციის ნახვა, როგორც პირდაპირ, ასევე შოურუმში იყო შესაძლებელი, მაგრამ ტანსაცმლის ყიდვა შეუძლებელი იყო. ამ პროექტმა დემნას პარიზში Maison Margiela-ში დაუმკვიდრა ადგილი, საიდანაც დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში.

დემნა გვასალიამ პარიზში ჩვენებაზე „ღორის გრიპის" თემა გაათამაშა

სამი წლის შემდეგ გვასალიამ მიიღო შეთავაზება Louis Vuitton-სგან, მაშინ როდესაც დემნა მუშაობდა მარკ ჯეიკობსთან, ბრენდზე, რომელიც არ იყო საკმარისად კონცეპტუალური და არ იყო თანხვედრაში დემნას გემოვნებასთან. დიზაინერმა დაუყვოვნებლივ მიიღო შეთავაზება და დაიწყო მოდის გიგანტის შიგნიდან შესწავლა.

მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. ისდუსტრიაში იმედგაცრუებულმა დემნამ თავის მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა თავისი ხედვის მსოფლიოსთვის გაზიარება.